ფრანგულმა საბრძოლო ხომალდმა წითელ ზღვაში 29 მეზღვაური გადაარჩინა

ფრანგულმა საბრძოლო ხომალდმა წითელ ზღვაში 29 მეზღვაური გადაარჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, ტანკერს, რომელზედაც მეზღვაურები იმყოფებოდნენ, თავს, სავარაუდოდ, „ჰუსიტები“ დრონის გამოყენებით დაესხნენ.
ტანკერი Sounion-ის ეკიპაჟი რუსი და ფილიპინელი მეზღვაურებისგან შედგებოდა.
„ჰუსიტებს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.