საფრანგეთის ღვინის ექსპორტიორთა ფედერაციამ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ იმის გამო, რომ ევროპის პროდუქციაზე აშშ-ის ტარიფების დაწესების საქმეში ვერ მოხერხდა ღვინის სექტორის გათავისუფლება.
ფრანგი მეღვინეების უკმაყოფილება ეხება ევროკავშირის და აშშ-ის შეთანხმებას ტარიფების სფეროში. აშშ-მ და ევროკავშირმა 21 აგვისტოს გამოაქვეყნეს სავაჭრო შეთანხმების დეტალები, რომლებიც ითვალისწინებს ავტომობილებზე ტარიფების შემცირებას, მაგრამ ევროპის ღვინის სექტორისთვის შეღავათებს არ ითვალისწინებს. ბრიუსელმა განაცხადა, რომ დამატებით დათმობის მიღწევას შეეცდება.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორს დიდ სირთულეებს შეუქმნის“, – თქვა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ფედერაციის, FEVS-ის ხელმძღვანელმა გაბრიელ პიკარმა, ხოლო საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა ლორან სენ-მარტენმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში „დამატებით გამონაკლისებს“ მოიძიებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ივლისში მიაღწიეს ჩარჩო-შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ექსპორტის უმეტესი ნაწილზე 15%-იანი გადასახადის დაწესდებოდა.
თუმცა, ბევრი ასპექტი გაურკვეველი დარჩა, რადგან ევროკავშირი ცდილობდა ზოგიერთი სექტორისთვის გამონაკლისების მოპოვებას, ტრამპი კი სხვებზე ტარიფების გაზრდით იმუქრებოდა.
21 აგვისტოს გამოქვეყნებულმა ერთობლივმა განცხადებამ გარკვეული სიცხადე შეიტანა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი კვლავ გაურკვეველია.
radiotavisupleba.ge