“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს ფოცხოეწერში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ფარგლებში ნებისმიერ დასახლებასთან. ფოცხოეწერის მოსახლეობის მოთხოვნით, პირველ ეტაპზე რეაბილიტირდა საავტომობილო გზა, მოწესრიგდა ჩამდინარე წყლები-ანუ კანალიზაცია. შემდგომ მათი წუხილი გახლდათ სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და ამ სისტემაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. ფოცხოეწერის დასახლება სასმელ წყალს 200 მ სიღრმიდან ღებულობს და მას ემსახურებოდა 70-იან წლებში დამონტაჟებული ძრავები, რომლებიც სრულიად ამორტიზირებული გახლდათ. ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და შეკეთების მომენტში მოსახლეობა უწყლოდ რჩებოდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სწრაფად მიიღო ამჯერადაც გადაწყვეტილება, ჩატარდა დაპროექტების სამუშაოები და შეძენილ იქნა 2 ახალი ძრავი, რომელიც დამონტაჟდა, გამოიცადა და დღეს მოსახლეობა სრულად იქნა უზრუნველყოფილი”- აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.