ფოტოები დახურული წვეულებიდან: “მეგობრობისა და ერთგულების მაგალითი” – ქართველი ვარსკვლავები ოჯახის წევრებთან ერთად – Marao

“პირველ რიგში, ჩანს, რომ ისინი თავმდაბლები არიან და საჯარო კომენტირების დროს ეს გრძნობა სულ თვალშისაცემია. მათ აქვთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ერთმანეთის აღიარება. ყოჩების ლოგიკა არ ჩანდა გუნდში, არც თამი და არც გარეთ”, – ასე ახასიათებდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საბერძნეთთან მატჩის შემდეგ.
ფეხბურთელებს შორის ერთგულება, მეგობრობა და პატივისცემა გულშემატკივარმა არამხოლოდ მოედანზე, მის მიღმაც არაერთხელ იხილა. ამის ნათელი მაგალითი კი 2 ივლისის საღამო იყო – EURO 2024-დან დაბრუნებულმა ვარსკვლავებმა ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება ჯერ ხალხთან ერთად, შემდეგ კი ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს. სიმღერის, ცეკვისა თუ გართობის სახალისო კადრები კი ჩვენც გაგვიზიარეს. სოციალურ ქსელში ფოტოები გიორგი მამარდაშვილმა და გიორგი ქოჩორაშვილმაც გამოაქვეყნეს.

ასევე დაგაინტერესებთ