ფოტოგრაფი თბილისიდან დაბრუნებისთანავე მინსკში დააკავეს

ბელარუსი ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო მინსკის აეროპორტში, თბილისიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს. ეს ინფორმაცია Dissidentby-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ვებგვერდ Pozirk-ს ადამიანის უფლებათა დამცველმა რომან კისლიაკმა დაუდასტურა . Dissidentby პროექტის თანახმად, დაპატიმრება 11 აპრილს მოხდა.
„ალექსანდრე, სულ მცირე, 2022 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ძნელი სათქმელია, რატომ დაბრუნდა ის ბელარუსში – შესაძლოა, ენატრებოდა სამშობლო და ოჯახი. ვფიქრობ, მან არასწორად გათვალა დაკავების რისკი და იმედოვნებდა, რომ  “გაეპარებოდათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავისუფლების დღის საზღვარგარეთ აღნიშვნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამ საქმის ფარგლებში, ბელარუსში მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა“, – დასძინა კისლიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია