„ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.
7 მაისს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
IDFI-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უცნობი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც კლდიაშვილი ტელეარხს კომენტარს აძლევდა შვედეთის საელჩოსთან. ორგანიზაციის თანახმად, კლდიაშვილს მიყენებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.
„ფორმულის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი არის რევაზ ვაშაყმაძე, რაც ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებით დასტურდება. ამასთან, იგი არის „ქართული ოცნების“ შემწირველთა შორის. ვაშაყმაძემ ს მიერ დაფუძნებულ პარტიას 2012 წლის ივლისში 50 ლარი შესწირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული