ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დარბევისას დაშავდა

აქციის დაშლის დროს ფორმულას ჟურნალისტი, გურამ როგავა დაშავდა, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

კადრებში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებული ჟურნალისტის სიახლოვეს იმყოფება სავარაუდოდ სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ გარბის. ფორმულა ცდილობს დაადგინოს, ჩაარტყა თუ არა მას სპეცრაზმელმა. გურამ როგავა ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება. მას თავი აქვს გატეხილი.

რუსთაველის გამზირზე მყოფ შავებში ჩაცმულ პირებს, რომლებიც აქციას არბევენ და მოქალაქეებს დასდევენ, არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, გაურკვეველია, რომელი უწყებიდან არიან ან რომელ სამსახურს წარმოადგენენ.

გურამ როგავა ბოლო რამდენიმე საათი რუსთაველის გამზირზე აქციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აშუქებდა.

აქციის დარბევის მორიგი ტალღის დროს -მ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი, ამასთან, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს. კადრებში ჩანს, გდდ-ს თანამშრომლები დაკავებისას მოქალაქეებს მიათრევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“