ფორმულას ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანიც გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და ტელეკომპანია „ფორმულა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„რადიო თავისუფლებას ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ“, – წერს „რადიო თავისუფლება“.

ზალკალიანის გადადგომა, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ფონსა და დიპლომატების თანამდებობიდან გადადგომებს უკავშირდება.

ზალკალიანი -ში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს, მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში უძღვებოდა დიპლომატიურ უწყებას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“