ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით

ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით
„ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით!“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი , რითაც საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება.
მისივე თქმით, თუ „გლობალური ომის პარტია“ ჩათვლის, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უნდა შეიქმნას, „კვაზი-კოალიცია“ ის შეიქმნება.
„აგენტოკრატების“ ხვედრი… სიბრიყვეა იმის დაჯერება, რომ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და კოალიციებს, პარტიები საერთო მიზნით, მისწრაფებებითა თუ იდეებით შექმნიან. მიუხედავად იმისა, ვის როგორი რეიტინგი და წარსული, რა მასშტაბის ნდობა და ავტორიტეტი, რისი შესაძლებლობა და უნარი გააჩნია, აუცილებლად დაექვემდებარებიან დავალებას, რომელიც გარედან მოვა. თუ კი ჩათვლის, „გლობალური ომის პარტია“, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უნდა შეიქმას „კვაზი-კოალიცია“ შეიქმნება და თუ ჩაითვლება, რომ გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას დაყოფა და რადიკალიზმის დივერსიფიცირება ესაჭიროება, მაშინ არ მოხდება. ასეთია „აგენტოკრატების“ ხვედრი – რა დავალებასაც მიიღებენ, უაპელაციოდ უნდა შეასრულონ თუნდაც, კარდინალურად დაპირისპირებულ და ერთმანეთის მიუღებელ, პოლიტიკურ პლატფორმებს წარმოადგენდნენ. ასეა ს შემთხვევაშიც – ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით!ასეთია „აგენტოკრატების“ ხვედრი – საკუთარ მოსაქმებულს მოაწმენდინებენ და ფსევდო-გაერთიანების სახელით, პოლიტიკურ პროსტიტუციაშიც მიაღებინებენ მონაწილეობას.“ – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.
Previous: „სალომე ზურაბიშვილს დასავლეთიდან დაურეკეს და უთხრეს: – სალო გეყოფა ევროტურები ახლა შექმენი ფანჩატურები“- გურამ მაჭარაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო

ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში, [დავით] ლორთქიფანიძემ და [ზურაბ] ლალიაშვილმა განუცხადეს, ეხლა წახვალ დიღომში, ტოიოტას ცენტრში 8 „პრადოს“ იყიდი შავებს, აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქედან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო