ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

მეორე ვადით შეეცდება ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) პარტიის ყრილობაზე ის წამყვან კანდიდატად წარადგინეს მომავალი ევროპული არჩევნებისთვის. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი შედის ევროპის სახალხო პარტიაში (EPP), რომელიც ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ოფიციალურად 6-7 მარტს, ბუქარესტში დაგეგმილ ყრილობაზე დაასახელებს.
გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია. მისი ხელმძღვანელობა დაემთხვა არაერთ კრიზისს, მათ შორის, COVID-19 პანდემიასა და ს სრულმასშტაბიან ომს ში. ამ უკანასკნელმა ბიძგი მისცა ევროკავშირის გაფართოების პროცესს და ბლოკმა მხარი გაუჭრია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას უკრაინასა და მოლდოვასთან, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას კი კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
„ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ახლო მოკავშირე, ფონ დერ ლაიენი შეიძლება ჩაითვალოს კომისიის ყველაზე ძლიერ ხელმძღვანელად ევროპული პოლიტიკის გიგანტის, ჟაკ დელორის შემდეგ“, — წერს Politico ურსულა ფონ დერ ლაიენის შესახებ.
მეორე ვადის უზრუნველსაყოფად ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდა იყოს წარდგენილი ევროპელი ლიდერების მიერ და დაამტკიცოს ევროპარლამენტმა ღია კენჭისყრით. ახალი ევროკომისია დაკომპლექტდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება.