ფონიჭალაში მუსლიმთა სასულიერო სკოლის მასწავლებელს თავს დაესხნენ

ში მუსლიმთა სასულიერო სკოლის მასწავლებელს, ვიდადი კურბანოვს, სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით თავს დაესხნენ.
როგორც ტელეკომპანია პირველი კურბანოვის კომენტარზე დაყრდნობით წერს, ის დეიდაშვილმა მოტყუებით წაიყვანა მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელთა ჯგუფმა სცემა და ჭრილობები მიაყენა.
“ვითომ მე ვუთხარი რაღაც და ცუდად ველაპარაკე ოჯახის შესახებ, მაგრამ არც მახსოვს… 2020 წლის ამბავიაო”. – ამბობს კურბანოვი TV პირველთან.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.