ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც.
მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ეცნობიან, აქტიურად მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება სამუშაოები.
“პარალელურად, შექმნილია ჯგუფი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები”, – აცხადებენ მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს