ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.




