ფოთში, ერთ-ერთ სოციალურ საწარმოში ხმაური იყო – დამფუძნებლის ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფოთში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ, სოციალურ საწარმო, ,,ლიმენაში” ხმაური იყო.
ცენტრის დამფუძნებლის, სამოქალაქო აქტივისტის ელისო ჯანაშიას თქმით, მას უცნობი პირები მიუვარდნენ, ერთ-ერთი კი თავს დაესხა.
ელისო ჯანაშია მომხდარ ინციდენტს სამოქალაქო პოზიციას, საპროტესტო აქციების ორგანიზებას და სხვა ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს.
,,მოგვივარდა ორი ქალი, საღამო იყო, ჯერ გვეძახეს გარყვნილების ბუდე, აქ ახალგაზრდებს მიაყენეს შეურაცხყოფა. მე რომ მოვინდომე, გამეგო ვინ იყვნენ და კამერა ჩავურთე, კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ, მერე უკვე ფიზიკურად შემეხო, ბევრჯერ დამარტყა. პოლიცია გამოიძახეს, მინდოდა გამეჩერებინა, რა დროსაც თმაში მწვდა… უსუსურობის განცდა მქონდა და ვიყავი განადგურებული. ამას ვუკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობებს, ჩემს აქტიურობას შემოუტიეს, აქამდე ძაღლი მომიწამლეს, ასეთი ადამიანები ყველა შავ დავალებას ასრულებენ, მსგავსი ადამიანები მაიძულებენ, დავტოვო ქალაქი და ქვეყანა“, – განაცხადა ელისო ჯანაშიამ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

თამარ ჩერგოლეიშვილი – ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე