ფოთში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ოჯახი 26 ივნისიდან ეძებდა.
ოჯახის ინფორმაციით, ქალი ქუთაისში სახლიდან 26 ივნისს გავიდა და შუადღის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ