ფოთში აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ფოთში, ნიკოლაძის კოშკთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, კანონპროექტი ს ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს. ისინი თავდაპირველად მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გაჩერდნენ, ოდნავ მოგვიანებით ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გადაინაცვლეს.
„ჩემს თანამოქალაქეებთან ვარ, იმისათვის, რომ გავაპროტესტო რუსული კანონი, გავაპროტესტო „ქართული ოცნების“ ეს წამოწყება, რადგან არ მინდა, ერთ დღესაც გავიღვიძო და რუსეთში აღმოვჩნდე. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ევროპული მომავალი მინდა და არ მინდა მონობა, არ მინდა რუსეთი“,- განაცხადა აქციის მონაწილე მარიამ ტყებუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის