ფოთის მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შენიშვნები აქვთ.
მათი განცხადებით, ბიუჯეტის თანხით სკოლებში პირველკლასელთა კვების დაფინანსებას ითხოვდნენ და ამ ინიციატივით ფოთის მერს მიმართეს, თუმცა ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული არ არის.
ოპოზიციის განმარტებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც საკრებულომ გუშინ დაამტკიცა 32 მილიონი ლარით განისაზღვრა და მასში ადგილობრივების ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის ” წევრები აცხადებენ, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი საჯარო მოხელეების პირად კომფორტზეა მორგებული.