ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – 12-წლიანმა უგუნურმა და ანტისახელმწიფოებრივმა მმართველობამ მოიტანა ყველა პროექტის დაბლოკვა და გაჩერება, სიღატაკე, უიმედობა

პრეზიდენტ სააკაშვილის განვითარების კონცეფციის თანახმად, იქმნებოდა ჰაბი, რომელიც დააკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას; ლაზიკის პორტი თავის მხრივ, სამომავლო პერსპექტივაში ხელს შეუწყობდა ოკუპირებული ს ჯერ ეკონომიკურ, შემდეგ უკვე პოლიტიკურ ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოში – ეს იყო მომავლის ხედვა, რაც ჩვენმა გუნდა დაუტოვა ქართველ ხალხს, „ქართულმა ოცნებამ“ და მათმა ანტისახელმწიფოებრივმა მმართველობამ კი, ყველა პროექტი დაბლოკა და გააჩერა,- ამის შესახებ ს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ანიტა ჯოჯუამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგი უამრავი დანგრეული სიცოცხლე და გაუბედურებული ქართული ოჯახია“.
„თქვენ იმყოფებით ქალაქში, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში ჰქონდა ცივილიზაციათა დამაკავშირებელი მისია. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ანტიკური პერიოდიდან ფოთი იყო ჰაბი, რაც ხელს უწყობდა საქართველოს ჩართვას გლობალურ მაკროეკონომიკურ პროცესებში. ნიკო ნიკოლაძემ თქვა შემდეგი რამ: ფოთს დიდი როლი და კარგი სვე მოელის მომავალში, რკინიგზა ჩქარა შეაერთებს მას თბილისთან, მერე კასპიის ზღვასთანაც, შემდგომ ოდესმე შუა აზიასთან, სპარსეთთან და შესაძლებელია ინდოეთთანაც. მაშინ ამ გზით გაიმართება დიდი მოძრაობა, მისვლა-მოსვლა და აღებ-მიცემა ერთი მხრით ევროპასა და მეორე მხრით – საქართველოს, შუა აზიასა და სპარსეთს შორის. ფოთს თავისი პორტით ექნება დიდი მნიშვნელობა. იგი გახდება ერთი უდიდესი და უმდიდრესი სავაჭრო ქალაქთაგან.
სწორედ ასეთად ესახებოდა დიდ მოაზროვნეს ქალაქი ფოთი და მიზნად ისახავდა იმ მძლავრი არტერიის აღდგენას, რომელიც უძველეს დროში ფაზისზე გადიოდა. სწორედ ის ადამიანი მომავლიდან, იყო , რომელმაც ეს ესტაფეტა გადმოიბარა ნიკო ნიკოლაძისგან.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია – „შავი ზღვის ინდუსტრიული ზონის შექმნა ნაციონალური იდეა უნდა იყოს.“
ეს იყო პირველი მერცხალი შავი ზღვის სანაპიროს განვითარების გზაზე. კერძოდ მიხეილ სააკაშვილის აზრით, უნდა მომხდარიყო ეკონომიკის შემდეგი სექტორების სწრაფი განვითარება როგორიცაა ტურიზმი, მრეწველობა და გადაზიდვები. ეს დაასაქმებდა ათი ათასობით საქართველოს მოქალაქეს და ასი ათასობით ქართველს გაუჩენდა ხვალინდელი დღის იმედს. ეს იყო თვალხილული ბრძოლა სიღარიბესთან და უიმედობასთან. პრეზიდენტ სააკაშვილის განვითარების კონცეფციის თანახმად იქმნებოდა ჰაბი, რომელიც დააკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას. ლაზიკას პორტი თავის მხრივ სამომავლო პერსპექტივაში ხელს შეუწყობდა ოკუპირებული აფხაზეთის ჯერ ეკონომიკურ შემდეგ უკვე პოლიტიკურ ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოში. ეს იყო მომავლის ხედვა, რაც ჩვენმა გუნდა დაუტოვა ქართველ ხალხს. რა მოიმოქმედა „ქართულმა ოცნებამ“ ამ გეგმის ხორცშესხმისთვის?! – არაფერი. პირიქით, 12 – წლიანმა უგუნურმა და ანტისახელმწიფოებრივმა მმართველობამ მოიტანა ყველა პროექტის დაბლოკვა და გაჩერება, სიღატაკე, უიმედობა, ხალხის გადინება უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად. ახალი თაობის ფრუსტრირება და რაც მთავარია, რუსული გავლენების ასმაგად გაზრდა, რაც საფუძველშივე ანადგურებს ქართულ სახელმწიფოს.
მე ვიცნობ ჩემს თანატოლებს, რომლებსაც არ სჯერა ქართული სახელმწიფოს მომავლის. ისინი გარბიან უცხოეთში, რათა იქ სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და განვითარდნენ.
უამრავი დანგრეული სიცოცხლე და გაუბედურებული ქართული ოჯახია „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგი. როგორ შეიძლება ამ უფსკრულიდან გამოსვლა? ჩვენ ყველას გვახსოვს 2004 წელს როგორი საქართველო ჩაიბარა ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ. ჩვენ ყველას გვახსოვს ათასობით ქართველი ახალგაზრდა, რომელიც უცხოეთში იღებდა განათლებას და ბრუნდებოდა სამშობლოსი, რათა აქ მოეხდინა თავისი პოტენციალის რეალიზება.
ჩვენ ყველას გვახსოვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, როდესაც ყველა მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზე თუ არა, პირველ ათეულში იყო. სწორედ გამარჯვების პლატფორმა არის ის გონებათა გაერთიანება, რომელსაც ამ ქვეყანაში საქმე უკეთებია და რეალური შედეგი ჰქონდათ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის გუნდი და ის გამარჯვების კოალიცია, რომელიც 2024 წელს დაამტკიცებს, იმას რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და მე ამის მჯერა! თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ!“,- განაცხადა ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ანიტა ჯოჯუამ, ფოთში გამართულ გამარჯვების კოალიციის მიერ, ეკონომიკური ხედვის წარდგენისას. განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ