ფოთის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა

ს საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია ,,ახალის” წევრებმა ე.წ. რუსული კანონი გააპროტესტეს. ისინი სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, 29 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაზე საჯარო მოხელეებს ხელისუფლება დასწრებას აიძულებს.
მათივე ინფორმაციით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერს ბიუჯეტი ანგარიში უნდა წარედგინა, თუმცა ის საკრებულოს წინაშე არ წარსდგა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
„ამ კანონის მიღებით საქართველოს უკუსვლა დაიწყება, ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. მთელი ჩემი შეგნებული წლები შევალიე საქართველოს დამოუკიდებლობას, უკეთეს მომავალს და არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ ამას, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს აუცილებლად გავაწვევინებთ უკან ამ კანონს. ყველაზე საშინელება ის არის, რომ გეკითხებიან: წაკითხული გაქვს? წაკითხული, რომ მაქვს იმიტომაც ვაპროტესტებ ამ კანონის მიღებას, უნისონში რომ პუტინთან ერთად მდინარაძე გამოდის და სიტყვასიტყვით რასაც პუტინი ლაპარაკობს ერთი ერთში ლაპარაკობს მდინარაძე, როდესაც ამბობენ, რომ ეს არ არის რუსული კანონი და გვინდა ევროპა. მთელი ევროპა როცა გიპირისპირდება და გეუბნება არ მიიღოთ ეს კანონი, მაშინ რატომ იღებ? ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება.29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ძალით მიჰყავთ თანამშრომლები, ეუბნებიან, რომ დაატოვებენ სამსახურს, თუ არ წავლენ. კატეგორიულად ვუთხარი, ნუ აძალებთ იქ წასვლას, ვინაიდან, ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ მათ. ბიძინას [ივანიშვილი] ფულებს ნუ ჩაჰყვებიან საფლავში, რადგან ძალიან ცოტა დრო აქვს ბიძინას დარჩენილი”, – განაცხადა პარტია „ ახალის“ წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ