სადღეისოდ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს ტვირთების კონტეინერიზაციის პროცესი, წარმოებული პროდუქცია სულ უფრო ფართოდ ექვემდებარება კონტეინერებში განთავსებას და სხვადასხვა დერეფნებით თუ საზღვაო მარშრუტებით ტრანსპორტირებას, – ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციაში წერია.
TCRC-ს ინფორმაციით, მსოფლიოში კონტეინერების წარმოება საშუალოდ ყოველწლიურად 7%-ით იზრდება, მშრალი და გენერალური ტვირთების 23% კონტეინერებით გადაიზიდება.
„ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია დამოკიდებული, თუ რამდენად ადაპტირებულია დერეფნის ნავსადგურები და სარკინიგზო სისტემა საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის შესაძლებლობებზე.
შუა დერეფნით საკონტეინერო ნაკადის ზრდის პირობებში, დერეფნის ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანას, ნავსადგურებში და სახმელეთო ტერმინალებში საკონტეინერო სიმძლავრეების სინქრონულ განვითარებასთან ერთად ბლოკ მატარებლებით და საზღვაო ხაზებით კონტეინერების დაუბრკოლებელი და უსაფრთხო ტრანსპორტირება წარმოადგენს.
ამ თვალსაზრისით, როდესაც სახეზეა მსოფლიოში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის შეუჩერებელი ზრდის დინამიკა, ბუნებრივია ისმის კითხვა, რამდენად აისახება საქართველოს ნავსადგურებში და რკინიგზაზე კონტეინერების ზრდის ტენდენციები.
დიაგრამაზე წარმოდგენილია ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2014 – 2024 წლებში, საქართველოს ორივე ნავსადგურში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა.
2023 წელს ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში ჯამურად რეკორდული 702 ათასი TEU ს გადამუშავება დაფიქსირდა.
ფოთის ნავსადგურში – კონტეინერების ტვირთბრუნვის ანალიზისას შევამჩნევთ, რომ ფოთის ნავსადგურში 2019 წლის გამოკლებით, 2014 – 2022 წლებში სტაბილურად საშუალოდ 330 ათასი TEU მუშავდებოდა, თუ გავითვალისიწინებთ, რომ ფოთის ნავსადგურის იმდროინდელი ფაქტიური გამტარუნარიანობა 600 ათას TEU ს შეადგენდა, გამოვა რომ ფოთის ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრე 55 – 60 % ის ფარგლებში იყო ათვისებული და მნიშვნელოვანი რეზერვიც არსებობობდა.
2023 – 2024 წლებში ფოთის ნავსადგურში სახეზეა საკონტეინერო გადაზიდვების
ზრდის შეუქცევაში პროცესი, ამ პერიოდში საშულოდ 550 ათასი TEU იქნა დამუშავებული.
2025 წელს ფოთის ნავსადგურში მოსალოდნელია 600 ათასი TEU ს გადამუშავების ზღვარს აცდენა (2025 წლის ექვს თვეში ნავსადგურმა 300 ათას TEU მდე გადაამუშავა).
თუ გავითავლიწინებთ, რომ სადღეისოდ ნავსადგურის ზღვრული გამტარუნარიანობა 650 ათას TEU ს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ ნავსადგურში საკონტეინერო სიმძლავრეები 95 % მდე იქნება ათვისებული და საკონტეინერო ტვირთების შემდგომი ზრდის პირობებში ნავსადგური ფუნქციონირება გაფართოების გარეშე შეუძლებელი იქნება.
გაფართოების პროექტი ნავსადგურის ჩრდილოეთ ნაწილში ეტაპობრივად 200 მლნ დოლარის ინვესტიიცის განთავსებას ითვალისწინებს.
პროექტი მოიცავს სახმელეთო და საზღვაო მიმართულებების განვითარებას.
სახმელეთო ინფრასტრუქტურის გადაიარაღების შედეგად, ნავმისადგომი აღიჭურვება Ship – to – Shore საკონტეინერო ამწეებით რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის კონტეინერების დაცლა – დატვირთვის ოპერაციების პროდუქტიულობას. ერთობლიობაში ჯამური გამტარუნარიანობა 1 მლნ TEU ს გადააჭარბებს.
სახმელეთო ინფრასტრუქტურის გაფართოება დამატებით მოიცავს საკონტეინერო ტერიტორიის – საწყის ეტაპზე 7 ჰექტარამდე, პერსპექტივაში 25 ჰექტარამდე განვითარებას. ჯამურად 400 მ სიგრძის ნავმისადგომის და 1.8 კმ სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას. ასევე შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას.
პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს 13.5 მეტრამდე წყალშიგის და შავ ზღვაში შესვლის შესაძლებლობის მქონე – 250 მ სიგრძის გემების მიღებას და დამუშავებას.
გაფართოების პროექტი ნავსადგურს უკვე რამდენიმე წელია შემუშავებული აქვს და სახელმწიფოსთან მიმდინარე დავის გამო მისი განხორციელება სადღეისოდ შეჩერებულია.
ბათუმის ნავსადგურში – 2014 – 2018 წლებში კონტეინერების დამუშავება სტაბილურად 60 – 80 ათას TEU ს ფარგლებში მერყეობდა.
2018 წლის შემდგომ, ნავსადგურის საკონტეინერო სიმძავრეების სინქრონულად გაფართოების შედეგად, ნავსადგური ყოველწლიურად საშუალოდ 100 ათას TEU ს ამუშავებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ბათუმის ნავსადგურის არსებული საკონტეინერო ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა სადღეისოდ 230 ათას TEU ს შეადგენს, გამოვა რომ ნავსადგურის გამტარობა 45 % ის ფარგლებშია ათვისებული და დამატებითი ტვირთების მისაღებად მნიშვნელოვანი რეზერვი არსებობს.
ბათუმის ნავსადგურს გააჩნია შესაძლებლობა მოკლე ვადაში 300 ათას TEU მდე გაზარდოს საკონტეინერო სიმძლავრეები, რაც ნავსადგურს ბაზარზე სწრაფი რეაგირების და მოქნილობის შესაძლებლობას ანიჭებს.
ამ თვალსაზრისით ნავსადგურის გაფართოება ახლო მომავალში აქტუალობასაა მოკლებული.
საქართველოს რკინიგზით – ბოლო 10 წლის საკონტეინერო გადაზიდვების დინამიკის გაანალიზებისას 2014 – 2018 წლებში რკინიგზით საშუალოდ 50 ათას TEU მდე გადაიზიდებობა.
2019 – 2024 წლებში, სახეზეა საქართველოს რკინიზით კონტეინერების გადაზიდვების ზრდა 80 – 90 ათასი TEU ს ფარგლებში.
დადებით მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს, ნავსადგურებში გადამუშავებული და რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების თანაფარდობის ეტაპობრივი ზრდა 2014 წელს – 11 % დან და სადღეისოდ 16 % მდე, რაც მიუთითებს კონტეინერების საავტომობილოდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადმორთვის დადებით ტენდენციაზე.
დასკვნის სახით – საკონტეინერო გადაზიდვების ანალიზით დგინდება, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ნავსადგურებსა და რკინიგზაზე შეიმჩნვევა კონტეინერების გადამუშავების და გადაზიდვების ზრდის ტენდენცია.
ფოთის ნავსადგურის შემდგომი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დაუყონებლივ დაიწყოს ნავსადგურის გაფართოების „დამუხრუჭებული“ პროექტის განხორციელება.
კონტეინერების საავტომობილოდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადმორთვის დადებითი ტენდენციის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვების თანამედროვე სისტემების, პირველ რიგში საკონტრეილერო სერვისის ამოქმედება“, – წერია TCRC-ს მიმოხილვაში.
