“ფლუმინენსემ” მარსელო გაუშვა – “რეალის” ყოფილ მცველს მატჩის მიმდინარეობისას ეს საქციელი არ აპატიეს [VIDEO]

“ფლუმინენსემ” 36 წლის ბრაზილიელ მცველ მარსელოს კონტრაქტი გაუწყვიტა. Goal Brazil-ის ცნობით, ყოველივე ეს ადგილობრივი სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრას უკავშირდება, სადაც “ფლუმინენსემ” საშინაო არენაზე “გრემიოსთან” 2:2 ითამაშა.
მასპინძელთა მთავარ მწვრთნელ მანო მენეზეშს მარსელო მეორე ტაიმში მოედანზე გამოჰყავდა და მითითებებს აძლევდა, რაზეც უკანახაზელი რაღაც საკითხზე შეეწინააღმდეგა.
ამის შემდეგ მენეზეშმა მარსელო მოედანზე აღარ შემოუშვა და “რეალის” ყოფილ ფეხბურთელსაც დაბრუნება სათადარიგოთა სკამზე მოუწია.
მატჩის დასრულებიდან 1 დღეში კი ვეტერანს კლუბმა კონტრაქტი გაუწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტი გახდა. 36 წლის მარსელო “ფლუმინენსეს” 2023 წელს
დაუბრუნდა.