ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა

შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ტალაჰასიში, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამართალდაცავების ინფორმაციით, მოკლული პირები სტუდენტები არ იყვნენ.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ფენიქს იკნერია, რომელიც ლეონის ოლქის შერიფის მოადგილის შვილია. ის, სავარაუდოდ, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პისტოლეტი, რომელიც ეჭვმიტანილს დაკავებისას აღმოაჩნდა, მისი დედის ძველი სამსახურებრივი იარაღია.
მომხდარს -ის პრეზიდენტი, გამოეხმაურა და სირცხვილი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ქვეყანაში იარაღის შესახებ კანონმდებლობის შეცვლას შეეცდება. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სროლას იარაღი კი არა, ხალხი ახორციელებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება