Diario Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” საუდის არაბეთის კლუბ “ალ-ჰილალიდან” იჯარით აყვანილი 31 წლის პორტუგალიელი მცველის ჟოაო კანსელოს შენარჩუნებას აპირებს.
კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი უკანახაზელის თამაშით აღფრთოვანებულია. “ბლაუგრანა” იჯარის გახანგლძრივებას კიდევ 1 წლით ეცდება, მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, შემდეგ პორტუგალიელს გამოისყიდის.
შეხსენებისთვის, კანსელო “ბარსელონაში” ამ ზამთარს დაბრუნდა. მან ჯამში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.