ფიქრია ჩიხრაძე – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ააცდინონ ევროპულ გზას და თუ ამ გზას გადადიხარ, სად რჩები? – როდესაც მხოლოდ რუსები გეუბნებიან, რომ კანონი კარგია და მიიღეთ, ცხადია, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე

ევროპის ქვეყნები და ამერიკა გვეუბნებიან, არ მიიღოთ კანონი, ის არ არის ამერიკული კანონი და როდესაც, მხოლოდ რუსები გეუბნებიან, რომ კარგია და მიიღეთ, უკვე ცხადია, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორედ დაინიცირებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“აღნიშნა, თუკი „ქართული ოცნება“ მეორედ გაიწვევს კანონპროექტს უკან და ისევ ხელისუფლებაში დარჩება, იგივეს გაიმეორებს.
არა თუ ს კაცია, არამედ რუსული მენტალობის ადამიანია. მას საქართველოს, არც სიხარული უხარია, არც საქართველოს ტკივილი სტკივა. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, სახელმწიფოდ ჩამოყალიბების არანაირი სენტიმენტი არ აქვს.
რა ღირსებაზე საუბრობენ, წინა დღეს დაუძახა ბიძინა ივანიშვილმა და გადაატრიალებინა „პლასტინკა“. ტიროდაო, ხალხი ჰყვება. მე ვერ გავიტან, რადგან სხვანაირად მაქვს ნათქვამიო და უთხრა, რომ მაინცდამაინც შენ გაიტანო. ივანიშვილს, სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება, ღირსებასთან საერთოდ შეხება რომ არ აქვს, ასეთი ხალხი. მან ხელი მოაწერა იმას, რომ უნდა იყოს მონა და რომელ სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე გველაპარაკებიან, საკუთარი სკამისთვის ყველაფერს გაყიდიან. ხვალ ბიძინა ივანიშვილს ფეხი რომ გადაუბრუნდეს, ვირთხებივით გაიქცევიან.
ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუკი უკან დავახევინებთ, როგორც გავაკეთეთ ერთი წლის წინ, „ქართული ოცნება“ თუ დარჩება ხელისუფლებაში, იგივეს გაიმეორებს, რადგან ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ პუტინის ეშინია, მასთან გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად. ეს ქვეყანა ივანიშვილს არ აინტერესებს“,- განაცხადა ჩიხრაძემ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ასცდეს ევროპული განვითარების გზას.
„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვინც მოტყუვდება, კიდევ ერთხელ მოატყუონ და რაც მთავარია საქართველო ააცდინონ ევროპული განვითარების გზას და ევროპული განვითარების გზას თუ გადადიხარ, სად რჩები? – რჩები რუსეთში“,- აღნიშნა ჩიხრაძემ.