ფიფას ვერსიით საუკეთესო ვინისიუსია – სანიოლის და კაშიას არჩევანი განსხვავებულია

ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი (რეალი) გახდა. მან საპატიო პრიზი პირველად მოიპოვა.
გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ნაკრებების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს, მეორე ადგილზე როდრი (მანჩესტერ სიტი), მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანი კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა.
ცნობილი გახდა, როგორი არჩევანი გააკეთეს საქართველოს წარმომადგენლებმა:
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ტონი კროოსი.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.
კაცთა სიმბოლური ნაკრები: მარტინესი, კარვახალი, რიუდიგერი, დიაში, სალიბა,
ბელინგემი, როდრი, კროოსი, იამალი, ჰოლანი, ვინისიუსი.
ქალთა სიმბოლური ნაკრები: ნეიჰერი, პარედესი, ბრონზი, ბატლე, გირმა, ბონმატი, ჰორანი, პორტილიო, გუიხარო, ჰანსენი, პარალუელო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში