ფისტას საექსპორტო ფასი 300%-ითაა გაზრდილი

საქსტატის მონაცემებით, ფისტას იმპორტი 70%-თაა გაზრდილი. 2023 წელს 3.3 მლნ-ის 1710 ტონა ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი ფისტა შემოვიდა ქვეყანაში, 2022 წელს 2.2 მლნ-ის 1010 ტონა.
გასულ წელს ფოსტას მთავარი იმპორტიორები თურქეთი და იყვნენ. ამასთან, ამერიკული ფისტა დაახლოებით 40%-ით ძვირია თურქულზე.
ფისტას იმპორტიორების სრული სია ასეთია:
თურქეთი – $1.75 მლნ-ის ფისტა შემოვიდა (1054 ტონა);
აშშ – $1.5 მლნ-ის (634 ტონა);
საბერძნეთი – $46 000-ის (22 ტონა);
გერმანია – $3400-ის (0.14 ტონა).
რაც შეეხება ფისტას ექსპორტს, 15%-ითაა შემცირებული, მაგრამ საექსპორტო ფასი 300%-ითაა გაძვირებული. 2023 წელს $162 000-მდე ღირებულების 19 ტონა ფისტა გავიდა, 2022 წელს $46 000-მდე ღირებულების 22 ტონა ფისტა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს $162 000-მდე ღირებულების 19 ტონა ფისტა მთლიანად ყაზახეთში გაიყიდა. გასულ 2022 წელს კი $45 540-ის 22 ტონა ფისტა უზბეკეთში გაიყიდა.