სერია A-ს მეცხრამეტე ტურში “ნაპოლი” ფლორენციაში “ფიორენტინას” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, ნერესი, სპინაცოლა, ლუკაკუ.
“ნაპოლის” ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ვერ დაეხმარებიან.
მატჩი “არტემიო ფრანკიზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
