ფინელი მუსიკოსები „ევროვიზიიდან“ ისრაელის გარიცხვას მოითხოვენ

ფინეთის მუსიკალური ინდუსტრიის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა პეტიციას მოაწერა ხელი და „ევროვიზიიდან“ ს გარიცხვა მოითხოვა. ამის შესახებ BBC იუწყება.

პეტიციის ავტორები ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში სდებენ ბრალს. ფინელ მუსიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ისრაელს კონკურსიდან არ მოხსნის, მაშინ კონკურსში მონაწილეობაზე ფინეთმა უარი უნდა თქვას.

პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა ლუკას კორპელაინენმა ფინეთის სამაუწყებლო კომპანია Yle ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა პირველებმა მოითხოვეს „ევროვიზიიდან“ ს გარიცხვა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.

„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზას სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის წარმომადგენლებს ამ ციფრების ობიექტურობაში ეჭვი ეპარებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს