ფინეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

ფინეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

შეჯახების დროს ბორტებზე ჯამში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ERR-ის თანახმად, ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხუთივე მგზავრი დაიღუპა, თუმცა ფინეთის პოლიციის ცნობით, მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

“შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი და მგზავრთა ვინაობა კვლავ დგინდება”. – განაცხადა პოლიციამ.

ვერტმფრენები ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან ფინეთის ქალაქ კოკემაკიში პიიკაიერვის აეროდრომისკენ მიფრინავდა. ესტონურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მგზავრები ესტონელი ბიზნესმენები იყვნენ.

სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ერთ-ერთ ვერტმფრენში სამი მგზავრი იმყოფებოდა, მეორეში კი – ორი.

ადგილობრივმა პოლიციამ შემთხვევის ადგილი შემოფარგლა და წინასწარ გამოძიებებს ატარებს.