ფინეთმა უკრაინისთვის გამოაცხადა ახალი, 205 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ

ფინეთი ს გამოუყოფს დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაც 190 მილიონი ევრო (205 მილიონი დოლარი) იქნება, – განაცხადა ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 9 თებერვალს.
ახალი პაკეტი რიგით 22-ე იქნება მას მერე, რაც პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში და სთვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილ დახმარებას საერთო ჯამში 1,8 მილიარდ ევროს (1,94 მილიარდი დოლარი) გაუტოლებს, – ამბობს სამინისტრო განცხადებაში.
სამინისტრო ასევე წერს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე საჯაროდ არ გამოცხადდება დახმარების პაკეტის ზუსტი შემადგენლობა და მისი გადაცემის მეთოდი თუ პირობები.