ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა უვადოდ გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა უვადოდ გაახანგრძლივა. ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ფინეთმა თებერვალში საზღვრის დაკეტვა 14 აპრილამდე გადაწყვიტა, მაგრამ უახლესი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საზღვარი დახურული დარჩება, სანამ “ინსტრუმენტალიზებული მიგრაციის” რისკი არ დაეცემა.
“საფრთხის შეფასება იგივეა და ასევე შეფასება იმისა, რომ თუ სასაზღვრო სადგურები გაიხსნებოდა, ეს ალბათ იგივე სიტუაციას გამოიწვევდა, როგორც ადრე,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
ფინეთის მთავრობამ ასევე გადაწყვიტა რუსეთთან საზღვაო გზებიც დაეკეტა, რადგან რუსეთმა შესაძლოა მიგრანტები წაახალისოს და ფინეთში საზღვაო გზით შესვლისკენ მოუწოდოს.
შეგახსენებთ, რომ ფინეთმა რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბრის ბოლოს დახურა, რადგან მხოლოდ ნოემბერში, დაახლოებით 900 თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნებიდან, როგორიცაა კენია, მაროკო, , სომალი და იემენი, დან ფინეთში შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ