ფინეთი, საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთთან პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ საკითხი დიპლომატიურ დონეზე განვიხილოთ. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, პოლიტიკური დისკუსიები მასთან არ ყოფილა“, – განაცხადა ორპომ.
პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სიტუაცია არ შეიცვლება მანამ, სანამ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არ დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ძაგნიძე: ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. 9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!