ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა შეუზღუდოს

ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია აკრძალოს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ აგრესიულ ომს ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ინიციატივის მიზანია შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
მისი თქმით, კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპაში უსაფრთხოებას და მისი მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნას „მტრული გავლენის განსახორციელებლად“.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ფინეთში დიდი ხანია საკამათოა უძრავი ქონების გარიგებები რუსების მონაწილეობით. გასულ წელს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაბლოკა რამდენიმე ასეთი გარიგება მყიდველების რუსეთთან კავშირების მოტივით. ამჟამად განიხილება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების საფუძველზე რუსებისთვის უკვე მიყიდული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს