ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას მიაწვდის

ფინეთი გახდა ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა ევროკავშირის პროგრამის, რომელიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამისთვის 90 მილიონი ევროა გამოყოფილი.
ევროკომისიასთან შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ფინეთი უკრაინას მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს. საბრძოლო მასალას ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძენენ და მისი ღირებულება გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება, რომელიც ევროპის „მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით გადაირიცხება – სულ 90 მილიონი ევრო.
„ეს ახალი პაკეტი, ჩვენს 660 მილიონი ევროს ოდენობის ეროვნულ დახმარების პროგრამასთან ერთად, გააძლიერებს კავშირებს ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას შორის“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს