ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა

ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მემარჯვენე-ცენტრისტული ნაციონალური კოალიციური პარტიის წევრმა ალექსანდერ სტურბა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
სტუბმა 51,6% მოაგროვა, მისმა მეტოქემ – ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ „მწვანე კავშირიდან“ – 48,4%. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 67%-ზე მეტმა.
პირველ ტურში, რომელიც 28 იანვარს გაიმართა, სტუბს 27,2% ჰქონდა, ჰაავისტოს – 25,8%. მესამე ადგილზე 19%-ით გავიდა ნაციონალისტური პარტია „ჭეშმარიტი ფინელების“ წევრი იუსი ჰალა-აჰო.
მთავრობა არჩევნების შედეგებს ხუთშაბათს, 15 თებერვალს გამოაცხადებს პლენარულ სხდომაზე. ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებები მარტის დამდეგს დაიწყება. ამჟამად ეს თანამდებობა უკავია პოპულარულ პოლიტიკოს საული ნიინისტეს. ის 2012 წლიდან უდგას სათავეში ქვეყანას და, კონსტიტუციის თანახმად, აღარა აქვს უფლება, რომ კვლავ იქნეს არჩეული.
ალექსანდერ სტუბი 55 წლისაა. ის ემხრობა ნატოში ფინეთის წევრობას, ევროკავშირის გაფართოებასა და -სთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. სტუბი მხარს უჭერს უკრაინისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაფართოებას და რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას.
პეკე ჰაავისტო 65 წლისაა. 2019-2023 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატოში ფინეთის გაწევრიანებაზე მუშაობდა. ჰაავისტო ნებისმიერი საშუალებებით უკრაინის დახმარების მომხრეა. ისევე, როგორც სტუბი, ჰაავისტო რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვას უჭერს მხარს.
2012 და 208 წლებში ჰაავისტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ ორჯერვე მეორე ადგილზე გავიდა საული ნიინისტეს შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ