ფინეთის რკინიგზა რუსულიდან ევროპულ ლიანდაგებზე გადადის

ფინეთი „რუსული“ სტანდარტის ლიანდაგს ევროპული ლიანდაგით ჩაანაცვლებს, რომ NATO-ს ფარგლებში „სამხედრო მობილურობა“ გააუმჯობესოს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ლულუ რანემ განაცხადა.
კერძოდ, 1,524 მმ-იანი ლიანდაგი, რომელიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოიყენება, 1,435 მმ-იანით შეიცვლება. მინისტრის თქმით, ეს საკითხი „მეტად აქტუალურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ რადგან ფინეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა NATO-ს ქვეყნებთან უნდა იყოს ინტეგრირებული.
ფინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქვეყანაში მთელ სარკინიგზო ქსელზე 1,524 მმ-დან 1,435 მმ-იან ლიანდაგზე გადასვლის შესახებ მოხსენება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოაქვეყნა. ოფიციალურმა პირებმა სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის რამდენიმე ვარიანტი გამოიკვლიეს. ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტით, არსებულ ლიანდაგს მესამე რელსი უნდა დამატებოდა, რომელიც ერთსა და იმავე ლიანდაგზე გადაადგილების საშუალებას სხვადასხვა ტიპის მატარებელს მისცემდა. თუმცა უწყებამ დაასკვნა, რომ ეს მოდელი „ფინეთის პირობებში შეუძლებელია.“
ცნობისთვის: ევროპაში რკინიგზის ლიანდაგი 1,435 მმ-იანია, ხოლო ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ოდესღაც ს იმპერიისა და სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ, რკინიგზა 1,524 მმ-იანი და 1,520 მმ-იანი ლიანდაგებით აშენდა.
ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ქვეყანა 2023 წლის 4 აპრილს გახდა.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ