ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც „მსურველთა კოალიცია“ განიხილავს, გულისხმობს ევროპის ქვეყნების მზადყოფნას რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის, თუ ის მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ კვლავ დაესხმება თავს ს.
ბრიტანულ გაზეთ „გარდიანთან“ ინტერვიუში სტუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები კიევსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უნდა წარიმართოს. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არა აქვს უფლება, მოითხოვოს ასეთი გარანტიების პირობების ფორმულირება.
თუმცა, ფინეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მოსკოვი ამჟამად არ ავლენს სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს. ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიზნებსა და შეხედულებებზე საუბრისას ალექსანდერ სტაბმა აღნიშნა: „ეს ომი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ წააგოს. მან დაუშვა ალბათ ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა თანამედროვე ისტორიაში და ყველა სტრატეგიული მიზნის მიღწევაში ხელი მოეცარა. საკითხია, როდის მიუჯდება ის მოლაპარაკებების მაგიდას. იმედი მაქვს, ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან, მაგრამ ახლა საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს