ფინეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ დონალდ ტრამპს ესაუბრა. ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან “კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჰქონდა”.
“ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი. პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის ბოლო ვადა ახლოვდება. ფინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ”, – წერს ფინეთის პრეზიდენტი X-ზე.
ასევე, სტუბის განცხადებით, დონალდ ტრამპთან ყინულმჭრელი გემების მშენებლობის საკითხიც განიხილა.
