ფინეთის პრეზიდენტი – რუსეთის მიერ დროის გაჭიანურების ტაქტიკა გრძელდება – უახლოეს მომავალში ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა

უახლოეს მომავალში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, „ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის“.
„რუსეთის მიერ დროის გაჭიანურების ტაქტიკა გრძელდება“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება აიძულოს, -ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
„რა თქმა უნდა, მსურს, რომ ტარიფების ან სანქციების მეშვეობით ცეცხლის შეწყვეტა უფრო სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.