ფინეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს – თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, აშშ დამარცხდება

შეერთებული შტატები დამარცხდება, თუ მოიგებს ომს ში, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ომი უკრაინაში არ ეხება მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას და ამერიკის ლიდერობას. თუკი არსებობს იოტისოდენა, მცირე გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პუტინი მოიგებს, მაშინ შეერთებული შტატები დამარცხდება, ვფიქრობ, ამას ბოლომდე უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა სტუბმა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რა არის მისი გზავნილი ტრამპისთვის.
მისი თქმით, ტრანსატლანტიკურ ალიანსში ცვლილება მოხდა.
„ტრანსატლანტიკურ ალიანსში ნამდვილად არის ცვლილება. შეერთებული შტატები, ვფიქრობ, სწორად, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს ევროპას, აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა ფინეთი მონაწილეობას მომავალში უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი, ნაადრევია.
“ნებისმიერ შემთხვევაში, მე უფრო მირჩევნია დრონების ნახვა ჰაერში. ასე რომ, ვფიქრობ, ევროპული მხარდაჭერა ძირითადად ჰაერიდან და ზღვიდან იქნება, ვიდრე ხმელეთიდან“, – აღნიშნა სტუბმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს