ფინეთის თავდაცვის მინისტრი – რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ მას ჩინეთი ეხმარება

რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ მას ჩინეთი ეხმარება, – ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში რაიმე სახის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რომელსაც ჩინეთი გამოიწვევს, მაშინ მასში რაღაც ფორმით ჩაერთვება, ჩინეთის მხარდაჭერით ან რაიმე სხვა გზით. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ ჩინეთი მას ეხმარება. ისინი ს ეკონომიკას მხარს უჭერენ და რუსეთს სამხედრო კომპონენტებს აწვდიან“, – განაცხადა ანტი ჰაკანენმა.
მისი თქმით, ჩინეთი დასავლეთს ყურადღებით აკვირდება.
„აქვს თუ არა დასავლეთს ძალა და გამბედაობა მაშინ, როდესაც ავტოკრატები და დიქტატორები ფიქრობენ, რომ ომის გაგრძელება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ? ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ძალადობის წინააღმდეგ კვლავ ძლიერები ვართ. ეს მხოლოდ ს არ ეხება. ეს სიგნალია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ, ასევე სიგნალია ჩინეთისთვის და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის“, – აღნიშნა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?