ფინეთის ახალი პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ – ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ ახლა ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი – 48.4%-ი.
სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრების უდიდესი პატივია.
მან ში ს აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საკმაოდ ცხადია, რთულია რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი პუტინთან, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს“.
„ასე რომ, ვერ ვხედავ რაიმე სახის კომუნიკაციას პუტინთან ან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უახლოეს მომავალში. ჩვენ ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ მომენტში ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის“, – აღნიშნა სტუბმა.
ალექსანდრე სტუბი, რომელიც ს ჩაანაცვლებს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 1-ელ მარტს შეუდგება.