ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებულს შესაძლოა ქვეყნის დატოვება სამუდამოდ აეკრძალოს – „ქართული ოცნების“ კანონპროექტი

„ქართული ოცნება“ სადავო პარლამენტში დაჩქარებული წესით აპირებს მიიღოს კანონპროეექტი, რომელიც ქონებრივი ზიანის საქმეზე ქვეყნის დატოვების აკრძალვას შეეხება. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებში, რომელიც 3 სექტემბერს გამკაცრდა.
კანონპროექტის მიხედვით:
· დამნაშავედ მიჩნეული პირს ავტომატურად აეკრძალება ქვეყნის საზღვრების დატოვება და მოსამართლეს აღარ ექნება უფლება გადაწყვიტოს, მსგავს აკრძალვას ჩაწერს თუ არა განაჩენში;
· კანონიდან ამოიღებენ ჩანაწერს, რომელიც აწესებდა ამ აკრძალვის დაწესების ზედა მაქსიმალურ ზღვარს – 16 წელს.
სასჯელის მოხდა პირს ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს. საზღვრის კვეთა სასჯელმოხდილ პირს შეეძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში:
· თუ დაზარალებულს არ ექნება ამ აკრძალვის დაწესების სურვილი;
· თუკი აანაზღაურებს ზიანს.
კანონი, რომლის კიდევ უფრო გამკაცრებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, რამდენიმე კვირის წინ გაამკაცრა. 3 სექტემბერს მიღებულ კანონში გაჩნდა ჩანაწერი საზღვრის კვეთის 16-წლიან აკრძალვაზე, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებაზე, ოჯახის წევრებისა და ნათესავების ქონების დაყადაღებაზე.
განახლებული კანონი შეეხებათ მათ, ვისაც დამნაშავედ ცნობენ შემდეგი მუხლებით ჩადენილ დანაშაულებში:
· დიდი ოდენობით თაღლითობა;
· დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა;
· დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა;
· ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – დიდი ოდენობით;
· სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს);
· დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
· უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
· კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, – რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია.
მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსური დანაშაულის ჩამდენთანთვის კანონის გამკაცრება დაიწყო, არ დამალეს, რომ კანონპროექტები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს ყოფილ პარტნიორს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილსაც, შეეხებოდა.
· „კრიპტოვალუტის საქმეზე“, სადაც ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულია, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წელი აქვს მისჯილი – კანონპროექტი ამ დანაშაულსაც ეცება [„დიდი ოდენობით თანხის მითვისება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“/ „ფულის გათეთრება“].
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ