ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებულებს ქვეყნის დატოვება სამუდამოდ აეკრძალათ – „ოცნებამ“ კანონპროექტი მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულ პირს, თუ ის ზარალს არ აანაზღაურებს, ქვეყნის დატოვება სამუდამოდ აეკრძალა. ცვლილებები შევიდა „სისხლის სამართლის კოდექსის“ იმ მუხლებში, რომლებიც 3 სექტემბერს გამკაცრდა.
კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღება: პირველი მოსმენის კენჭისყრა გუშინ, 15 ოქტომბერს, ჩატარდა, მეორე და მესამე მოსმენით კი დღეს, 16 ოქტომბერს, მიიღეს.
· დამნაშავედ მიჩნეულ პირს ავტომატურად აეკრძალება ქვეყნის საზღვრების დატოვება და მოსამართლეს აღარ ექნება უფლება გადაწყვიტოს, მსგავს აკრძალვას ჩაწერს თუ არა განაჩენში;
· კანონიდან ამოიღეს 3 სექტემბერს შეტანილი ჩანაწერი, რომელიც ქვეყნის დატოვების აკრძალვაზე აწესებდა ზედა, მაქსიმალურ ზღვარს – 16 წელს.
სასჯელის მოხდა პირს ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს. საზღვრის კვეთა სასჯელმოხდილ პირს შეეძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში:
· თუ დაზარალებულს არ ექნება ამ აკრძალვის დაწესების სურვილი;
· თუკი აანაზღაურებს ზიანს.
კანონი, რომლის კიდევ უფრო გამკაცრებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, რამდენიმე კვირის წინ გაამკაცრა. 3 სექტემბერს მიღებულ ცვლილებებში გაჩნდა ჩანაწერი საზღვრის კვეთის 16-წლიან აკრძალვაზე, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებაზე, ოჯახის წევრებისა და ნათესავების ქონების დაყადაღებაზე.
განახლებული კანონი შეეხებათ მათ, ვისაც დამნაშავედ ცნობენ შემდეგი მუხლებით ჩადენილ დანაშაულებში:
· დიდი ოდენობით თაღლითობა;
· დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა;
· დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა;
· ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – დიდი ოდენობით;
· სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს);
· დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
· უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
· კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, – რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია.
მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსური დანაშაულის ჩამდენთათვის კანონის გამკაცრება დაიწყო, არ დამალეს, რომ კანონპროექტები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს ყოფილ პარტნიორს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილსაც, შეეხებოდა.
· „კრიპტოვალუტის საქმეზე“, რომელშიც დაზარალებულია, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წელი აქვს მისჯილი – კანონპროექტი ამ დანაშაულსაც ეხება [„დიდი ოდენობით თანხის მითვისება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“/ „ფულის გათეთრება“].