ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე ნიუ იორკის სასამართლო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განაჩენს 10 იანვარს გამოაცხადებს

ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე ნიუ იორკის სასამართლო ს წინააღმდეგ განაჩენს 10 იანვარს გამოაცხადებს.
მოსამართლე ხუან მერჩანმა, რომელიც ხელმძღვანელობდა არჩეული პრეზიდენტის საქმეს, უარყო დონალდ ტრამპის წინადადება საქმის დახურვის შესახებ. მოსამართლემ განაცხადა, რომ ტრამპს შეუძლია, პირადად ან ვირტუალურად დაესწროს განაჩენის გამოტანას და ასევე, არ გამოაცხადებს ტრამპის პატიმრობას.
ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა მაისში ცნეს დამნაშავედ ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების ბრალდებით. ტრამპს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს. საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე როგორც დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას.
წყარო: 1 არხი