ფინანსთა სამინისტრომ 75 მილიონი ლარის ობლიგაციები გაყიდა

2024 წლის 21 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N29 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.2 წლიანი ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 115 500 000 ლარი, რაც შეთავაზების ოდენობაზე 1.5-ჯერ მეტი იყო. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.450%, მაქსიმალური 9.550%.
2024 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.5 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.