ფილიპ გორდონი უკრაინის მხარდაჭერის დამტკიცებაზე – მხარდაჭერის დამტკიცების გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით

შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის წინადადებას, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა.
„ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ დახმარებას უკრაინისთვის, მაგრამ ამ მხარდაჭერის გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით“, – აღნიშნა გორდონმა.
მისი თქმით, დისკუსია არ არის ორიენტირებული იმაზე, ღირს თუ არა უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება და აშშ-ის კონგრესში უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია. თუმცა იმ კანონმდებლებს, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ, სხვა პრიორიტეტები აქვთ და ისინი დაკავშირებულია აშშ-ის შიდა საზღვრის უსაფრთხოებასთან.
”მათ დაეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, თუ ხელს შეუშლიან სწორი გადაწყვეტილების მიღებას”, – აღნიშნა გორდონმა.