„ფილარმონიიდან“ კახა კალაძის შტაბის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„ფილარმონიიდან“ კახა კალაძის შტაბის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
მანამდე, მოქალაქეები „ფილარმონიასთან” მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მეგი დიასამიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ამასთან, მოქალაქეები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ აქციების დროს სხვა დაკავებულებს.
აქციას ის მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილ შენობასთან იყვნენ
შეკრებილები.
პროტესტის მონაწილეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბის შემდეგ, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს