ფილადელფიაში, მეჩეთთან სროლა მოხდა

ფილადელფიაში, ეიდ ალ-ფიტრის მეჩეთთან, რამადანის დღესასწაულის დასრულების აღნიშვნის დაწყებამდე სროლა მოხდა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც ამჟამად მკურნალობას კლინიკაში გადის.
პოლიციის ცნობით, სროლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ