„ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების აკრძალვიდან შემდგომ 2.5 წელში, წინა 2.5 წელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ გაიზარდა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებების რაოდენობა“

„ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების აკრძალვიდან შემდგომ 2.5 წელში, წინა 2.5 წელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ გაიზარდა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებების რაოდენობა“
ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების აკრძალვიდან შემდგომ 2.5 წელში, წინა 2.5 წელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ გაიზარდა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებების რაოდენობა – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში კეკელიძის ქუჩაზე იძულებით გამოსახლების ფაქტს “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.
“2018 წლიდან საქართველოში კერძო გამსესხებლებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესეს:
· ფიზიკური პირი ფიზიკურ პირს ვერ ასესხებს თანხას უცხოურ ვალუტაში.თუ ასესხებს ლარში, უზრუნველყოფაში ვერ მიიღებს უძრავ ნივთს. ანუ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება ფიზიკურ პირებს შორის აიკრძალა;
· ის ვინც 20-ზე მეტ პირზე გაასესხებს თანხას, უნდა დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად;
· ასევე განისაზღვრა ყველა ტიპის სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიური 50%-ის ოდენობით;
· თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც ხშირად ხდება. რეგულაციებმა ვერ იმუშავა და კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი. ისინი იპოთეკის ნაცვლად აფორმებენ „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებებს, რაც ნიშნავს, რომ მსესხებელი სესხის სანაცვლოდ ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს და ხელს აწერს ისეთ პირობებზე, რომელიც მისთვის შეიძლება ფინანსურად დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ფოტოზე წერილია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს, იურისტ დავით კლდიაშვილს ნოტარიუსთა პალატიდან მისი განცხადების საპასუხოდ მიწერეს.
2016 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში დამოწმებულია 1465 ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2018 წლის 01 სექტემბრიდან 2021 წლის 01 მარტამდე პერიოდში დამოწმებულია 11 132 ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ანუ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების აკრძალვიდან შემდგომ 2.5 წელში, წინა 2.5 წელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ გაიზარდა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებების რაოდენობა.
1465 vs 11132.
გამოსავალი მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებაში არ არის. გამოსავალია სიღარიბის სწრაფ დაძლევაში და ადამიანების ინფორმირებაში, რომ არ დათანხმდნენ ისეთ პირობებს, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ შეასრულებენ”, – წერს გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში და წერილს აქვეყნებს.